პროგრამაში საწყისი ნაშთების შეტანა შესაძლებელია ორგვარად:
საწყისი ნაშთების შეტანა ექსელის ფაილიდან
1. შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები
2. ვირჩევთ საწყისი ნაშთების შეტანა
3. ველში საწყობი ვუთითებთ საქონლის განთავსების ადგილს
4. ვაჭერთ ღილაკს დამატება და ვირჩევთ სასურველ საქონელს
5. სასაქონლო სიაში დამატებულ საქონელს ვუთითებთ რაოდენობას და თვითღირებულების ფასს
6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
საწყისი ნაშთების შეტანა ექსელის ფაილიდან
1. გაამზადეთ ექსელის ფაილი, სადაც იქნება სამი აუცილებელი ველი: კოდი, რაოდენობა და ფასი. (ვუთითებთ საქონლის თვითღირებულების ფასს, დღგ-ის გარეშე)
2. შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები
3. ვირჩევთ საწყისი ნაშთების შეტანა
4. ჩამოვშალოთ ექსელის ღილაკი
5. ავირჩიოთ იმპორტი
6. მივაბათ ექსელის ფაილი
7. დავხუროთ გამოტანილი ფანჯარა, სადაც წარმოდგენილია იმპორტის შედეგი. (რომელი საქონელი აიტვირთა და რომელი არა)
8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა